თავში

მალე მთელ მსოფლიოს დაიპყრობს და საქართველოშიც გავრცელდება - ფხაკაძე

მალე მთელ მსოფლიოს დაიპყრობს და საქართველოშიც გავრცელდება - ფხაკაძე
მალე მთელ მსოფლიოს დაიპყრობს და საქართველოშიც გავრცელდება - ფხაკაძე

გვინდა თუ არ გვინდა, მოგვწონს თუ არ მოგვწონს, ინდური შტამი მთელ მსოფლიოს დაიპყრობს, – ამის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა, პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ "ფეისბუქ ლაივის" დროს განაცხადა. 

ფხაკაძის თქმით, ახალი შტმი სწრაფად ვრცელდება და ამ მხრივ ვერც საქართველო დარჩება გამონაკლისი. 

„ბრიტანეთში ყველა ახალი ინფიცირებული ვინც არის, 96% არის ინდური შტამით, შეერთებულ შტატებში – 10%, საფრანგეთში -4%. უბედურება ისაა, რომ 1 კვირაში ციფრები ორმაგდება. რა ვიცით ინდური შტამის შესახებ – ბევრი არაფერი.

აგვისტოს ბოლოს მთელ საქართველოში ინდური შტამი იქნება გავრცელებული. რა უნდა გავაკეთოთ – ჩვენ გვჭირდება სასწრაფოდ “ფაიზერის“ ვაქცინა ქვეყანაში. თუ ჩვენ ამ ვაქცინას გავიკეთებთ, ნიშნავს, რომ 100 ვაქცინირებული ადამიანიდან პირველი დოზის გაკეთების შემდეგ 30% იქნება დაცული. მეორე დოზის შემდეგ 86-88% იქნება დაცული. ნიშნავს, რომ ვირუსი არ გავრცელდება და ადამიანი არ გარდაიცვლება“, – ამბობს გიორგი ფხაკაძე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system