თავში

მალხაზ მაჩალიკაშვილი ახალი წლის ღამეს პარლამენტთან გაათენებს

მალხაზ მაჩალიკაშვილი ახალი წლის ღამეს პარლამენტთან გაათენებს
მალხაზ მაჩალიკაშვილი ახალი წლის ღამეს პარლამენტთან გაათენებს

მალხაზ მაჩალიკაშვილი ახალი წლის ღამეს პარლამენტთან გაათენებს. ამის შესახებ მან ცოტა ხნის წინ განაცხადა. 

"ამაღამ აქ ვარ, როგორც ორი წელი და აქ ვიქნები იქამდე, სანამ ეს მართლა ავადმყოფთა ბრბო არ იტყვის, დიახ, სახელმწიფომ დააშავა, სანამ პარლამენტში არ შეიქმნება კომისია,"-განაცხადა მაჩალიკაშვილმა. 

მისივე თქმით, რუსთაველის გამზირი მხოლოდ ერთი ღამით დატოვა, რათა სოფლიდან მისი ძმისშვილისთვის ციხეში შესაგზავნი საჭმელი ჩამოეტანა. 

შეგახსენებთ, თბილისის მერიამ გვიან ღამით პარლამენტთან მალხაზ მაჩალიკაშვილის კარვები აიღო. სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციის წარმომადგენლები საკანონმდებლო ორგანოსთან მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ და პარლამენტთან კარვების ნაცვლად ატრაქციონებისა და ბატუტის დადგმას აპროტესტებდნენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system