თავში

მამა ანთიმოზმა ნიკოლ კიდმანი დალოცა

მამა ანთიმოზმა ნიკოლ კიდმანი დალოცა
მამა ანთიმოზმა ნიკოლ კიდმანი დალოცა

მამა ანთიმოზმა (თამაზ ბიჩინაშვილი) ჰოლივუდის ვარსკვლავი, ნიკოლ კიდმანი დალოცა.

ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე კიდმანმა ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც ნიუ-იორკშია გადაღებული. 

ფოტოს კომენტარებში მამა ანთიმოზის კომენტარიც არის, რომელიც ვარსკვლავს ლოცავს. 

"ღმერთმა დაგლოცოს, ნიკოლ კიდმან (მამა ნათიმოზი)" - წერს ბიჩინაშვილი. 

 აღნიშნული ფოტოსა და კომენტარის "სქრინშოთი" ყოფილმა სასულიერო პირმა და თეოლოგმა, ბასილ კობახიძემაც გაავრცელა. 

"სიხარულით გაცნობებთ, რომ ჰოლივუდის ვარსკვლავი ნიკოლ კიდმანი დალოცა მამაო არქიმანდრიტმა ანთიმოზ ბიჩინაშვილმა. ''მერი ნიკოლ გად ბლესს იუ, პადრე ანტიმო'', ბოლოს რატომღაც გაუიტალიურა მამაომ. ''თქვენი და უწმინდესის მადლი ნუ მოგვიშალოს უფალმა, ჩემო თბილო მამაო" პასუხობს მხევალი ღვთისა ნიკოლი, მართლმადიდებლური ნათლობის სახელით ნიმფოდორა, კიდმანი" - წერს კობახიძე.  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system