თავში

მამა იოანემ და დედა ნინომ სასულიერო პირების წოდებაზე უარი თქვეს და ამერიკაში იქორწინეს

მამა იოანემ და დედა ნინომ სასულიერო პირების წოდ
მამა იოანემ და დედა ნინომ სასულიერო პირების წოდებაზე უარი თქვეს და ამერიკაში იქორწინეს

არქიმადნრიტმა იოანემ კაბა გაიხადა, მღვდლობაზე უარი თქვა და ცოლად მონაზონი შეირთო. ამის შესახებ ტელეკომპანია „პირველის“ სპეციალურ რეპორტაჟშია ნათქვამი, რომელიც „ნოდარ მელაძის შაბათში“ დღეს გავიდა.

ყოფილი სასულიერო პირები, რომელზეც საუბარი თამთა დოლენჟაშვილის სიუჟტშია, ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობენ.

მამა იოანე და დედა ნინო ლოს-ანჟელესის ქართულ ტაძარში მსახურობდნენ.

„იქ, ეკლესიაში ადამიანებმა შეურაცხყოფილად იგრძნეს თავი, ვინც მასთან იყო. აქაც, შეიძლება, მაგრამ მათი სინანულიც იყო ძალიან მაღალი. მე ვფიქრობ, არ არსებობს დედამიწაზე უფრო დიდი რამ, ვიდრე სიყვარულია... დედამიწაზე ღმერთს ვერ შეხვდები და სიყვარული თვითონ ღმერთია. ესეიგი თუ სიყვარული შენთან მოვიდა, ამან უკვე მოგვცა ძალიან დიდი შედეგი“, - ამბობს არქიმანდრიტი იოანეს მამა, სვეტიცხოვლის ტაძრის წინამძღვარი ილია.

საქართველოს საპატრიარქომ მღვდელსა და მონაზონს მღვდელმსახურების უფლება შეუჩერა. ახლა ისინი საერო პირების რანგში ლოს-ანჟელესში ოთხ შვილს ზრდიან. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system