თავში

მამუკა ხაზარაძემ "ლელოს" 12 წევრი სამტრედიაში წარადგინა

მამუკა ხაზარაძემ "ლელოს"
მამუკა ხაზარაძემ ლელოს 12 წევრი სამტრედიაში წარადგინა

საზოგადოებრივი მოძრაობის "ლელოს" დამფუძნებელმა 12 ახალი წევრი სამტრედიაში წარადგინა.
მამუკა ხაზარაძემ წარდგენა "იმერთი გრინერში" განახორციელა, სადაც სოფლის მეურნეობის განვითარების მნიშვნელობაზე უსაუბრა და ამ მხრივ ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე გაამახვილა ყურადღება.
"ლელოს" ახალი წევრები არიან: ფრიდონ გაფრინდაშვილი, მანანა ბანძელაძე, დავით ჩხეიძე, თამარ წამალაიძე, გია პატარიძე, გიორგი მახარაძე, ნათია ხელაია, გიორგი ბატაშვილი, პაატა დარახველიძე, ლილე მაღლაფერიძე, დიმიტრი აბაშიძე, მიტროფანე სტურუა.
„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ანაკლიაში საზოგადოებრივი მოძრაობას „ლელოს“ პრეზენტაცია  სექტემბერში გამართა. მან არ გამორიცხა, რომ საზოგადოებრივი მოძრაობა უახლოეს მომავალში პოლიტიკურ პარტიად გადაკეთდეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system