თავში

მანქანა გაიტაცა და მიიმალა - მუხრანში მომხდარი მკვლელობის დეტალები

მანქანა გაიტაცა და მიიმალა - მუხრანში მომხდარი მკვლელობის დეტალები
მანქანა გაიტაცა და მიიმალა - მუხრანში მომხდარი მკვლელობის დეტალები

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანში მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

28 წლის კაცს პოლიცია ამ დრომდე ეძებს.

არსებული ინფორმაციით მკვლელობის შემდეგ მან მანქანა გაიტაცა და მიიმალა.

მეზობლების ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი წარსულში, მკვლელობისთვის არის ნასამართლევი და ის ციხიდან რამდენიმე დღის წინ გამოვიდა.

შეგახსენებთ, მცხეთაში ხალაგზრდა კაცმა მამა და ბაბუა მოკლა.

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცმა მამას და ბაბუას ყელი მძინარეს გამოჭრა.

ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც ორი ან მეტი პირის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system