თავში

მარგველაშვილი: საქართველოში ხელისუფლება კიდევ ერთხელ შეიცვლება მშვიდობიანი გზით

მარგველაშვილი: საქართველოში ხელისუფლება კიდევ ერთხელ შეიცვლება მშვიდობიანი გზით
მარგველაშვილი: საქართველოში ხელისუფლება კიდევ ერთხელ შეიცვლება მშვიდობიანი გზით

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა. ყოფილმა პრეზიდენტმა დღევანდელი არჩევნების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ხელისუფლება საქართველოში უკვე მეორედ შეიცვლება მშვიდობიანი გზით.

"ის რიგები და მაღალი აქტივობა, რასაც ხედავთ ნიშნავს მხოლოდ ერთს, რომ ეს არის გადამწყვეტი არჩევნები, რომ საქართველოში კიდევ ერთხელ ხელისუფლება შეიცვლება მშვიდობიანი გზით, ხალხის ნებით. ველოდები არა ორ პოლუსიან, არამედ, მრავალპარტიულ პარლამენტს, სადაც შედგება დებატები, კონკურენცია და ეს მისცემს საქართველოს მოსახლეობას შანსს მოქალაქეების ხმა ისმოდეს პარლამენტში და  არა პოლიტიკური ინტრიგები," - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system