თავში

მარიამჯვრის დაცული ტერიტორია იქმნება

მარიამჯვრის დაცული ტერიტორია იქმნება
მარიამჯვრის დაცული ტერიტორია იქმნება

საქართველოში კიდევ ერთი დაცული ტერიტორიის შექმნა იგეგმება. შესაბამისი ცვლილებები პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინება. 

ცვლილებების ინიციატორები ნინო წილოსანი, სულხან მახათაძე, კახაბერ კუჭავა, დავით სონღულაშვილი და რომან მუჩიაშვილი არიან.

კანონპროექტით კონკრეტდება, რომ მარიამჯვრის დაცული ტერიტორია მოიცავს: მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალს; ცივ-გომბორის აღკვეთილს. ესაა 5958.3 ჰა ტერიტორიაზე მოწყობილი ნაკრძალი.

„კანონპროექტის მიღების აუცილებლობა გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ ცივ-გომბორის აღკვეთილისთვის განსაზღვრულ ტერიტორიაზე წარმოდგენილია საქართველოს წითელი ნუსხით დაცული ისეთი მერქნიანი სახეობები, როგორიც არის მაღალმთისა და ჭალის მუხა და უთხოვარი. საქართველოს წითელი ნუსხის ცხოველთა სამყაროს წარმომადგენლებიდან აღნიშნულ ტერიტორიაზე წარმოდგენილია მურა დათვი და იშვიათად გვხვდება კეთილშობილი ირემი. ამასთანავე, აღნიშნულ ფართობებს აქვს საკვანძო მდებარეობა, სადაც მოხვედრილ ტურისტს ეძლევა შესაძლებლობა, მოხვდეს სოფელ თეთრ წყლებში, შუამთაში, თელავში, წინანდალში და უძველეს ისტორიულ ქალაქ ჭერემთან; – „ბებერი კლდის“ მიდამოებში წარმოდგენილია ხელუხლებელი მუხნარი უთხოვრის ქვეტყით, რომლის ანალოგი არამარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც არ მოიპოვება”, – აღნიშნულია პროექტში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system