თავში

მარინა ეზუგბაია: ორი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა

მარინა ეზუგბაია: ორი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა
მარინა ეზუგბაია: ორი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა

ინფექციურ საავადმყოფოში კოვიდინფიცირებული 38 პაციენტი მკურნალობს, მათგან ორის მდგომარეობა მძიმეა. ამის შესახებ განცხადება კლინიკის სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ გააკეთა. მისი თქმით ორი პაციენტის მდგომარეობა სტაბილური არ არის და დაავადება პროგრესირებს. 

„ჩვენთან გუშინ 2 გამოჯანმრთელდა და ამ ეტაპზე კლინიკაში 38 დადასტურებული შემთხვევა მკურნალობს. კვლავ გვყავს 2 მძიმე პაციენტი პნევმონიით, მათი მდგომაროება, ჯერჯერობით, არ არის სტაბილური, დაავადება გარკვეულწილად პროგრესირებს, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ ეს პროგრესირება არ იქნება ძალიან მძიმე და სწრაფი, დაემორჩილება მკურნალობს და ალბათ, პროგნოზი მომავალში იქნება კეთილსაიმედო”, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ამ ეტაპზე კოვიდცენტრებში 127 პაციენტი მკურნალობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system