თავში

მარინა ეზუგბაია: სტაბილური სიტუაცია გვაქვს

მარინა ეზუგბაია: სტაბილური სიტუაცია გვაქვს
მარინა ეზუგბაია: სტაბილური სიტუაცია გვაქვს

ქვეყანაში სტაბილური სიტუაცია გრძელდება, სამი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა კორონავირუსის და სამივეს დაინფიცირების წყარო ცნობილია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა განუცხადა.

მარინა ეზუგბაის ინფორმაციით, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 85%-ზე მეტია და კოვიდცენტრებში სამკურნალოდ 121 პაციენტი რჩება.

,,სტაბილური სიტუაცია გვაქვს ისევ. გუშინ მხოლოდ სამი ახალი შემთხვევა დაგვემატა, იყო 928 და გახდა 931 დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელებული მხოლოდ ერთი იყო და 794-დან გახდა 795. სამი ახალი შემთხვევიდან, ორი ავტომანქანის მძღოლი და შემოტანილი შემთხვევაა ,  ერთი არის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი."-განაცხადა მარინა ეზუგბაიამ

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის თქმით, კლინიკაში სულ 22 პაციენტი რჩება და ძირითადად მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმით ფასდება.

,,ორი ახალი პაციენტი მოთავსდა ჩვენთან, ერთი სატვირთო მანქანის მძღოლი და მეორე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტი. ორივე ახალი პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, დაავადება არ პროგრესირებს, მდგომარეობა საშუალო სიმძიმის არის. ასევე, კლინიკაში 22 პაციენტის ზოგადი მდგომარეობაც უცვლელია, არსად შეინიშნება პროგრესირება და დაავადებათა შემთხვევებში, ძირითადად, საშუალო სიმძიმის პაციენტები არიან", - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

შეგახსენებთ, დღეს საქართველოში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system