თავში

მარნეულში მღვდელი მოქალაქეებს მიწის დამუშავების საშუალებას არ აძლევს

მარნეულში მღვდელი მოქალაქეებს მიწის დამუშავების საშუალებას არ აძლევს
მარნეულში მღვდელი მოქალაქეებს მიწის დამუშავების საშუალებას არ აძლევს

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქესალოს მცხოვრებლები ამბობენ, რომ ადგილობრივი სასულიერო პირი მათ სოფელთან არსებული მიწების დამუშავების უფლებას არ აძლევს. მათი თქმით, მღვდელი ამბობს, რომ ქონება მის საკუთრებაშია და მოქალაქეებმა ქირა უნდა გადაუხადონ. ინფორმაციას ამის შესახებ Reginfo ავრცელებს. 

ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოქალაქეების თქმით, მათ მიწის მოხვნა დაიწყეს, რა დროსაც მათთან მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირები მივიდნენ და სამუშაოების შეწყვეტა მოსთხოვეს.

ჩვენ ბოლომდე დავიცავთ ჩვენს უფლებებს. გავიგეთ, რომ მღვდლებმა ტრაქტორის მძღოლს დაურეკეს და დაემუქრნენ, რომ თუ მიწას მოხნავდა, პრობლემები შეექმნებოდა. ჩვენ მაინც არ გამოვიყვანთ ტრაქტორს“, – განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა მედიასთან.

საკითხს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს წარმომადგენლები და მაჟორიტარი დეპუტატიც გამოეხმაურა. მათ საკითხის გასარკვევად დრო ითხოვეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system