თავში

მარნეულში წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად მუშაობენ

მარნეულში წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად მუშაობენ
მარნეულში წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად მუშაობენ

ქალაქ მარნეულში მოსახლეობის სტაბილური წყალმომარაგებისათვის გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის თანამშრომლები მუშაობენ. მკაცრი საკარანტინო რეჯიმის პირობებში, სერვის-ცენტრის ტექნიკური ჯგუფები და საავარიო ბრიგადები ყველა ჰიგიენური წესის დაცვითა და რეკომენდაციის გათვალისწინებით აგრძელებენ სამუშაოს. 

ყოველდღიურად ხორციელდება წყალმომარაგება-წყალარინების სისტემების და ქსელის გამართულად ფუნქციონირების მონიტორინგი, რასაც მარნეულის სერვის ცენტრის ტექნიკური განყოფილების უფროსი, როვშან ბაბაქიშიევის ხელმძღვანელობს.

"ჯგუფი მუდმივ რეჟიმში გადის საავარიო ადგილებზე დაზიანებების აღმოსაფხვრელად, რათა მარნულის მოსახლეობას წყალი სტაბილურ რეჟიმში,შეუფერხებლად მივაწოდოთ", - აცხადებენ კომპანიაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system