თავში

"მართლა სასწაული ამბავი" - რას წერს აკა სინჯიკაშვილი

"​მართლა სასწაული ამბავი" - რას წერს აკა სინჯიკაშვილი
მართლა სასწაული ამბავი - რას წერს აკა სინჯიკაშვილი

აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს, რომელსაც თან ფოტოს ურთავს.

როგორც მისი პოსტიდან ირკვევა, სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის 6 ტონა ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, ექვს საათში შეგროვდა.

"მართლა სასწაული ამბავი.

6 ტონა ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, ექვს საათში შეგროვდა. ეს ყველაფერი ჩავიტანეთ გურჯაანის მუნიციპალიტეტში და განაწილდება სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის. რამდენიმე ათას ადამიანს შეხვდება თქვენგან გაგზავნილი ნივთი. უამრავი ბავშვი გაიხარებს მიღებული სათამაშოებით.

უამრავი მადლობა გურჯაანის მერიის თანამშრომლებს და თქვენ, სათითაოდ ყველას, ვისაც არ დაგეზარათ და ერთი პატარა ნივთი მაინც გაუგზავნეთ სხვას.

მალე ისევ შევაგროვებთ. სიკეთე გადამდებია", - წერს აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system