თავში

მართლწესრიგის ოფიცრები სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ - VIDEO

​მართლწესრიგის ოფიცრები სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ
მართლწესრიგის ოფიცრები სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ - VIDEO

მართლწესრიგის ოფიცრებმა თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში მოსწავლეებთან საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრა გამართეს. ისინი მოზარდებს ბულინგის თემაზე ესაუბრნენ და პრობლემის ერთობლივად გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. სამართალდამცველებმა მოსწავლეებს გააცნეს მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტის მნიშვნელობა და თავიანთი მუშაობის სპეციფიკაზე ისაუბრეს.

მართლწესრიგის ოფიცრის კომპეტენცია სხვა საკითხებთან ერთად არასრულწლოვნებსა და ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებულ პრობლემებს, მათზე რეაგირებასა და დანაშაულის პრევენციაზე ორიენტირებული ღონისძიებების დაგეგმვას მოიცავს. მათი თქმით, მოსწავლეთა საინფორმაციო და კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებებში ჩართვის მიზნით, ისინი სკოლებაში საინფორმაციო შეხვედრებს მომავალშიც განაგრძობენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system