თავში

მარტო სამედიცინო პერსონალი პანდემიებს ვერ უძლებს, თუ არ არის დიდი საზოგადოებრივი მხარდაჭერა - გამყრელიძე

​მარტო სამედიცინო პერსონალი პანდემიებს ვერ უძლებს, თუ არ არის დიდი
მარტო სამედიცინო პერსონალი პანდემიებს ვერ უძლებს, თუ არ არის დიდი საზოგადოებრივი მხარდაჭერა - გამყრელიძე

მარტო სამედიცინო პერსონალი პანდემიებს ვერ უძლებს, თუ აქ არ არის დიდი საზოგადოებრივი მოძრაობა, დიდი საზოგადოებრივი მხარდაჭერა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, პანდემია არ ჩერდება. კიდევ უფრო ვითარდება. 

"საზოგადოება უნდა ვიყოთ მზად და მივეხმაროთ იგივე სამედიცინო პერსონალს, რადგან როგორც წესი, მარტო სამედიცინო პერსონალი პანდემიებს ვერ უძლებს, თუ აქ არ არის დიდი საზოგადოებრივი მოძრაობა, დიდი საზოგადოებრივი მხარდაჭერა. ასევე თვითშეგნება იმისა, რომ სერიოზული საფრთხის წინაშეა სამყარო. პანდემია არ ჩერდება. კიდევ უფრო ვითარდება. ის არ მორჩება დღეს, ერთ თვეში, არც ორ და სამ თვეში, არამედ კიდევ კარგა ხანს იქნება, ამიტომ უნდა ვისწავლოთ მისი მართვა და მასთან ერთად ცხოვრება, რათა კაცობრიობა მინიმალური დანაკარგებით გამოვიდეს ამ დიდი გამოწვევდან," - განცხადა ამირან გამყრელიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system