თავში

"მართვის პროტოკოლი კარგია" - თენგიზ ცერცვაძე

"მართვის პროტოკოლი კარგია" - თენგიზ ცერცვაძე
მართვის პროტოკოლი კარგია - თენგიზ ცერცვაძე

"მართვის პროტოკოლი კარგია. ახლა, გადახედვა ხდება, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ ახალი შესაძლებლობები, რომელიც გამოჩნდა და ჯერ არ არის დამტკიცებული მარეგულირებლის მიერ, წინსწრებით ავსახოთ პროტოკოლში", - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. 

მისივე თქმით, პროტოკოლი არანაირად არ არის გარდაცვალების შემთხვევების მატების მიზეზი.

"ჩვენი ყველაზე უფრო მწვავე ოპონენტებიც კი, ყველაფერს გვიკრიტიკებდნენ, მაგრამ პროტოკოლი არ გაუკრიტიკებიათ. პროტოკოლი იყო და რჩება ერთ-ერთ საუკეთესოდ მსოფლიოში. სხვათა შორის ახლა ჯანმო-ს დელეგაციაა ჩამოსული, რომელიც ეცნობა კლინიკების საქმიანობას და ჯერ მათ პროტოკოლზე არ გამოუთქვამთ არანაირი შენიშვნა. კატეგორიულად ვაცხადებ, რომ პროტოკოლი არანაირად არ არის გარდაცვალების შემთხვევების მატების მიზეზი.

ადამიანებისთვის მტკივნეულია სიცოცხლის დაკარგვა, 80 გარდაცვლილი, 70 გარდაცვლილი, მაგრამ ნაკლებად უფიქრდებიან იმას, რომ ეს 60 გარდაცვლილი და 80 გარდაცვლილი არის 60 000 ავადმყოფიდან. ამას არ ითვალისწინებენ და პროტოკოლზე ლაპარაკობენ. ყველაზე უკეთესი პროტოკოლიც კი ვერ იზამს, 60 000 ავადმყოფი რომ გყავს, 60 ადამიანი არ მოკვდეს", - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ "პალიტრანიუსის" ეთერში.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2176 ახალი შემთხვევა დადასტურდა. სულ, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში დაინფიცირდა 589 727 ადამიანი. ამჟამად ინფიცირებულია 26 693 მოქალაქე.

გასულ დღე-ღამეში გამოჯანმრთელდა 2838 ინფიცირებული. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 43 პაციენტი. სულ ქვეყანაში ვირუსს ემსხვერპლა 8390 ადამიანი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system