თავში

მარტვლში აცრაზე დარეგისტრირებულ მომხმარებელს სასტუმრო უფასო ნომერს სთავაზობს

მარტვლში აცრაზე დარეგისტრირებულ მომხმარებელს სასტუმრო უფასო
მარტვლში აცრაზე დარეგისტრირებულ მომხმარებელს სასტუმრო უფასო ნომერს სთავაზობს

საოჯახო სასტუმრო MartVilla ადამიანებს მარტვილში აცრაზე დარეგისტრირების შემთხვევაში სასტუმროს ნომერს უფასოდ სთავაზობს.

სასტუმროს განცხადებით, ამ ფორმით სურთ საკუთარი წვლილი შეიტანონ რთული ეპიდემიური სიტუაციის დაძლევაში.

" ბოლო დროს ხშირად ვაწყდებით პოსტებს სოციალურ ქსელებში, სადაც ადამიანები წუხილს გამოთქვამენ იმის გამო, რომ ვერ რეგისტრირდებიან სინოფარმის ვაქცინაციაზე, რადგან უკვე ყველგან დაჯავშნილია ადგილები.

გუშინ ჩვენც დავრეგისტრირდით მარტვილის ევექსის კლინიკაში ვაქცინაციაზე და აღმოვაჩინეთ, რომ 17-24 მაისის შუალედში არის თავისუფალი ადგილები. ვინაიდან პანდემია და მისგან გამოწვეული კოვიდ-19 არის ჯერჯერობით უდიდესი პრობლემა როგორც ჩვენთვის ასევე მთელი მსოფლიოსთვის, ვაქციანაცია არის ჯერჯერობით ერთადერთი გონივრული გამოსავალი არსებული სიტუაციიდან.ძალიან გვინდა ჩვენი მოკრძალებული წვლილი შევიტანოთ არსებული პრობლემის დაძლევაში, ასევე ვაქცინაციის პოპულარიზაციაში. შესაბამისად მივმართავთ ადამიანებს ვისაც უნდა ვაქცინაცია:ვინც დარეგისტრირდებით ვაქცინაციაზე მარტვილში 17-24 მაისის შუალედში, ჩვენის მხრივ გთავაზობთ უფასო განთავსებას მარტვილში (მაქს 4 ადამიანი ერთ ჯერზე) საოჯახო სასტუმროში, ასევე მოგემსახურებით როგორც გიდი და დაგათვალიერებინებთ მარტვილს, რათქმაუნდა ესეც უფასოდ",- აღნიშნავენ საოჯახო სასტუმროში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system