თავში

მაშველები თუშეთში ცხენიდან გადმოვარდნილ ახალგაზრდას დაეხმარნენ - VIDEO

მაშველები თუშეთში ცხენიდან გადმოვარდნილ ახალგაზრდას დაეხმარნენ - VIDEO
მაშველები თუშეთში ცხენიდან გადმოვარდნილ ახალგაზრდას დაეხმარნენ - VIDEO

მაშველებმა თუშეთში ცხენიდან გადმოვარდნილ ახალგაზრდას დახმარება აღმოუჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

,,112-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ შენაქოში 25 წლის მოქალაქემ ცხენიდან გადმოვარდნის შედეგად მიიღო სხეულის დაზიანებები და ესაჭიროებოდა მაშველების დახმარება.

თუშეთის მიმართულებით შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით გაემგზავრნენ სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის ჯგუფები.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების მიერ, ექიმის თანხლებით, პაციენტი გადმოყვანილია თბილისში, ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში და უტარდება შესაბამისი სამედიცინო დახმარება.

სამაშველო ოპერაციაში ჩართულები იყვნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ჯგუფი და ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ექიმები", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system