თავში

მაშველებმა აშშ-ის მოქალაქე გადაარჩინეს

მაშველებმა აშშ-ის მოქალაქე გადაარჩინეს
მაშველებმა აშშ-ის მოქალაქე გადაარჩინეს

"მაშველებმა ომალოდან შეუძლოდ მყოფი ორი ადამიანი ჩამოიყვანეს",- ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, ორი პიროვნებიდან ერთ-ერთი, ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ომალოში მეცხვარეებთან ერთად იმყოფებოდა აშშ-ის მოქალაქე ფოტოგრაფი, რომელიც იყო შეუძლოდ და საავადმყოფოში გადასაყვანად ესაჭიროებოდა მაშველების დახმარება.ასევე, ომალოს მიმდებარედ, მთაში, მწყემსებისთვის განკუთვნილ შენობაში იმყოფებოდა მწყემსი, 61 წლის მოქალაქე, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ასევე, ესაჭიროებოდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების აღმოჩენა.აღნიშნულ ლოკაციებზე საავტომობილო გზის არარსებობის გამო, შეტყობინებებზე რეაგირება მოახდინა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების სამაშველო ჯგუფმა. ომალოს მიმართულებით, მეხანძრე-მაშველები შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით თბილისიდან გავიდნენ",- აღნიშნავენ უწყებაში.

ორივე მოქალაქე უკვე გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში მეხანძრე-მაშველების მიერ, სადაც ექიმები აღმოუჩენენ შესაბამის დახმარებას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system