თავში

მაშველებმა კაცი გადაარჩინეს - PHOTO

მაშველებმა კაცი გადაარჩინეს
მაშველებმა კაცი გადაარჩინეს - PHOTO

მეხანძრე-მაშველებმა ლომისის ტაძრისკენ მიმავალ გზაზე ჩარჩენილი მოქალაქე უსაფრთხო ადგილზე ჩამოიყვანეს - ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, მოქალაქემ უამინდობის გამო ლომისის წმინდა გიორგის ტაძრისკენ სვლა ვეღარ განაგრძო და ღამის გათევა ღია ცის ქვეშ მოუწია. 

"შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ დუშეთში, ლომისის წმინდა გიორგის ტაძრისკენ მიმავალ გზაზე იმყოფებოდა მოქალაქე, რომელიც ითხოვდა მაშველების დახმარებას. მამაკაცი ტაძრის მიმართულებით მოძრაობდა, თუმცა უამინდობის გამო, გზის გაგრძელება ვეღარ შეძლო და ღამის განმავლობაში, ღია ცის ქვეშ დაარჩენა მოუწია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა შეტყობინებაზე რეაგირება დაუყონებლივ მოახდინა. ლომისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრისკენ სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის ჯგუფები გავიდნენ.

ზუსტი ადგილსამყოფელის დასადგენად მოქალაქესთან სატელეფონო კავშირის დამყარება ვერ ხერხდებოდა. მიუხედავად ამისა, მაშველებმა შეძლეს შეუძლოდ მყოფი მოქალაქის დროულად პოვნა", - აღნიშნავენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 

ამ დროისთვის მამაკაცი უსაფრთხო ადგილზე, სოფელ მლეთაშია ჩამოყვანილი. მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system