თავში

მაშველებმა მდინარის ნაპირზე დაკარგული მამაკაცის ტანსაცმელი იპოვეს - PHOTO

მაშველებმა მდინარის ნაპირზე დაკარგული მამაკაცის ტანსაცმელი იპოვეს
მაშველებმა  მდინარის ნაპირზე დაკარგული მამაკაცის ტანსაცმელი იპოვეს - PHOTO

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლები თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ გულგულის მიმდებარე ტერიტორიაზე დაკარგულ 80 წლის მამაკაცს ამ დრომდე ეძებენ. 

ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით, მამაკაცი, რომელიც სოფლის ნახირს მწყემსავდა, მეორე დღეა, გაუჩინარებულია.

დაკარგული მოქალაქის ტანსაცმელი ნაპოვნია მდინარე ალაზნის ნაპირზე. საძიებო სამუშაოები მიმდინარეობს როგორც წყალში, ასევე, მდინარის სანაპირო ზოლზე.

მათივე ცნობით, მთელი ღამის განმავლობაში, ადგილზე მუშაობდნენ ადგილობრივი სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. ღამის სანათი მოწყობილობის მეშვეობით განხორციელდა მდინარის ზედაპირის მონიტორინგი.

28 აპრილის დილიდან, პროცესში ჩაერთო განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს სამაშველო ჯგუფი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები პერიმეტრს დრონით ათვალიერებენ. ასევე, ექოლოტის საშუალებით მიმდინარეობს წყლის ფსკერის მონიტორინგი. მდინარეში მუშაობს მყვინთავთა ჯგუფი. პარალელურ რეჟიმში გრძელდება მდინარის ნაპირის დათვალიერება.

ადგილზე, სახანძრო-სამაშველო ჯგუფებთან ერთად მუშაობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები. მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system