თავში

მაშველებმა ომალოში დაშავებული კაცი გადაარჩინეს

მაშველებმა ომალოში დაშავებული კაცი გადაარჩინეს
მაშველებმა ომალოში დაშავებული კაცი გადაარჩინეს

"მაშველებმა ომალოში დაშავებული მწყემსი თბილისში გადმოიყვანეს", - ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, მწყემსმა ფერდობზე დაგორების შედეგად მიიღო სხეულის მრავლობითი დაზიანებები და ესაჭიროებოდა სასწრაფოდ სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ალისგორში მწყემსმა ფერდობზე დაგორების შედეგად მიიღო სხეულის მრავლობითი დაზიანებები და ესაჭიროებოდა სასწრაფოდ სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა.

მოქალაქე ადგილობრივი მწყემსების მიერ გადაყვანილი იყო სოფლის ექიმთან, რომელმაც დაშავებულს პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინა. მიღებული დაზიანებების გამო, მედიკოსის გადაწყვეტილებით, მამაკაცის ავტომანქანით ტრანსპორტირება შეუძლებელი იყო, ამიტომ ახმეტის მუნიციპალიტეტის მიმართულებით დასახმარებლად, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით, თბილისიდან გავიდნენ მეხანძრე-მაშველები და ექიმები",- აცხადებენ უწყებაში.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების მიერ, მწყემსი უკვე გადმოყვანილია თბილისში, სტაციონარში, სადაც ექიმები აღმოუჩენენ შესაბამის სამედიცინო დახმარებას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system