თავში

მაშველებმა თრუსოს ხეობაში ერთი ადამიანი გადაარჩინეს

მაშველებმა თრუსოს ხეობაში ერთი ადამიანი გადაარჩინეს
მაშველებმა თრუსოს ხეობაში ერთი ადამიანი გადაარჩინეს

მაშველებმა თრუსოს ხეობაში მამაკაცი გადაარჩინე ს- ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. 

უწყების ცნობით, მოქალაქე დამოუკიდებლად გადაადგილებას ვერ ახერხებდა და მას სპეციალური დახმარება ესაჭიროებოდა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, თრუსოს ხეობაში მამაკაცს ფეხით გადაადგილებისას შეექმნა პრობლემა და ესაჭიროებოდა მაშველების დახმარება. მოქალაქემ ძლიერი ქარბუქის გამო, ვერ მოახერხა გზის გაგრძელება და გაჩერდა მდინარე თერგის ნაპირზე.

შეტყობინების მიღებისთანავე, მამაკაცის დასახმარებლად გავიდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები. რთული რელიეფის და უამინდობის გამო, მოქალაქის ადგილსამყოფელისკენ გაემართა მაშველთა ქვეითი ჯგუფი. ოპერატიული რეაგირების შედეგად, მოახერხდა მამაკაცის დროულად პოვნა და სამაშველო მანქანამდე უვნებლად ჩამოყვანა",- აღნიშნავენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში

მოქალაქის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება.  სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობას იღებდნენ სტეფანწმინდის სახანძრო-სამაშველო განყოფილების მაშველები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system