თავში

მაშველებს უღელტეხილზე ჩარჩენილები გამოჰყავთ

მაშველებს უღელტეხილზე ჩარჩენილები გამოჰყავთ
მაშველებს უღელტეხილზე ჩარჩენილები გამოჰყავთ

მეხანძრე-მაშველები გოდერძის უღელტეხილზე, დიდთოვლობის გამო ჩარჩენილ მოქალაქეებს ეხმარებიან.

ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. 

"საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-დან შემოსული ინფორმაციით, ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის 32-ე კილომეტრზე მყოფი ავტომობილები ვერ ახერხებდნენ გადაადგილებას და ესაჭიროებოდათ მაშველების დახმარება. ადგილზე მისული სამაშველო ჯგუფების გადმოცემით, ზემოთ ხსენებულ ტერიტორიაზე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების მიერ საბუქსირე საშუალებით დახმარება გაეწია 8 ავტომობილს, რომლებმაც უკვე გააგრძელეს სვლა. 2 ავტომობილის მგზავრები სამაშველო ჯგუფის მიერ გადაყვანილ და დაბინავებულ იქნა უახლოეს სასტუმროში უსაფრთხოდ. ამ დროისთვის, მეხანძრე-მაშველები კიდევ 5 ავტომობილს და მის მგზავრებს ეხმარებიან გზის გაგრძელებაში",- აღნიშნავენ უწყებაში.

მათივე ცნობით, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე სიტუაცია სრულად კონტროლდება და ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system