თავში

მატარებლიდან ინფექციურში გადაყვანილი ჩინეთის მოქალაქეების ანალიზის პასუხი ცნობილია

მატარებლიდან ინფექციურში გადაყვანილი ჩინეთის მოქალაქეების ანალიზის პასუხი ცნობილია
მატარებლიდან ინფექციურში გადაყვანილი ჩინეთის მოქალაქეების ანალიზის პასუხი ცნობილია

ჩინეთის მოქალაქეები, რომლებიც გუშინ ბათუმი-თბილისის მატარებლიდან ინფექციურ საავადმყოფიში გადაიყვანეს, კლინიკიდან უკვე გაწერს. ცოლ-ქმარს შესაბამისი კვლევები ჩაუტარდა. მათ გრიპის სეზონური ვირუსიც კი არ დაუდასტურდათ. 

როგორც ჟურნალისტებს საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განუცხადა, ჩინეთის მოქალაქეებს არც ტემპერატურა, არც ხველა და არც სუნთქვის გაძნელება უფიქსირდებოდათ.

რაც შეეხება დანარჩენ პაციენტებს, სულ ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის ოთხი პაციენტი რჩება. აქედან ორი საქართველოს მოქალაქეა, ხოლო ორი - ირანის.  ეზუგბაიას ინფორმაციით, სავარაუდოდ, მათაც დღეს გაწერენ, რადგან ახალ კორონავირუსზე ეჭვი არ არსებობს, თუმცა ლაბორატორიულად დამოწმებული პასუხი საღამოს გახდება ცნობილი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system