თავში

"მეჩვენება რამე?!" - რას წერს ფხაკაძე ივანე ჩხაიძეზე

"მეჩვენება რამე?!" - რას წერს ფხაკაძე ივანე ჩხაიძეზე
მეჩვენება რამე?! - რას წერს ფხაკაძე ივანე ჩხაიძეზე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში აზიარებს იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელის, ივანე ჩხაიძის განცხადებას და წერს: 

"აქამდე ამბობდა, "შეიძლება, ომიკრონმა პანდემია დაასრულოსო" (11 დეკემბერი 2021) ახლა საუბრობს, როგორც ფხაკაძე...

მეჩვენება რამე?! პლაგიატი (სხვისი სიტყვების/აზრების ქურდობა) თუ გაგიგიათ, რა არის?!

კარგი იქნება, თუ ახალი ჯანდაცვის მინისტრი დაფიქრდება ამ საბჭოების და, ზოგადად, ჯანდაცვის სტრუქტურის უფრო კვალიფიციური კადრებით დაკომლექტებაზე. თუ ცვლილებებია, ბარემ გააკეთეთ ტექნოკრატიული ჯანდაცვის სამინისტრო!", - წერს ფხაკაძე სოციალურ ქსელში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system