თავში

მედიასთან დაკავშირებით გვაქვს მნიშვნელოვანი გეგმა - ტიკარაძე

მედიასთან დაკავშირებით გვაქვს მნიშვნელოვანი გეგმა - ტიკარაძე
მედიასთან დაკავშირებით გვაქვს მნიშვნელოვანი გეგმა - ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ ჯარში ვაქცინაციის პროცესი გაცილებით ადრე დაიწყო და გორის სამხედრო ჰოსპიტალი ამ პროცესს საკმაოდ წარმატებით ახორციელებს.

რაც შეეხება მედიას, ტიკარაძის თქმით, მედიაკომპანიებისგან გამოთხოვილი იქნება სიები, რომ აღნიშნული სფეროს წარმომადგენლებს რიგში დაყოვნება არ მოუხდეთ. ამასთან, როგორც მინისტრმა განმარტა, მედიასაშუალების წარმომადგენლებს სასურველი ვაქცინის არჩევის შესაძლებლობა ექნებათ.

"მედიასთან დაკავშირებით ჩვენ ასევე გვაქვს საკმაოდ მნიშვნელოვანი გეგმა, ამას ცოტა ხნით საიდუმლოდ შევინახავ და შემდეგ კვირას ჯანდაცვის სამინისტროდან დავაანონსებთ თუ რა მიდგომა იქნება. ჩვენ მოგცემთ ფართო შესაძლებლობას ვაქცინის შერჩევისას და ასევე განსაკუთრებულ პირობებსაც, რომ მედიას არ ჰქონდეს შეფერხება რიგში დაყოვნების კომპონენტში," - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system