თავში

მეგობრებო გამოვეწერე - ელენე ხოშტარია

მეგობრებო გამოვეწერე - ელენე ხოშტარია
მეგობრებო გამოვეწერე - ელენე ხოშტარია

პარტია "დროას" ლიდერმა საავადმყოფო დატოვა, ამის შესახებ ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში თავად წერს:

"მეგობრებო, გამოვეწერე საავადმყოფოდან. ძალიან დიდი მადლობა ნიუ ჰოსპიტალს. ყველა სანიტარს, ექთანს, ექიმს. საოცარი პროფესიონალების და გულისხმიერი ადამიანების ხელში ვიყავი. ერთი წამი დისკომფორტი არ მქონია.

ვახო კალოიანის მხარდაჭერის და დახმარების გარეშე, ძალიან გამიჭირდებოდა შიმშილობის დროსაც და ეხლაც. პროფესიონალიზმის გარდა, ყველაზე მთავარი, რაზეც ჩვენი ურთიერთობა იდგა და იდგება არის ნდობა, რასაც ყველაზე მეტად ვაფასებ

ცოტა დრო კიდევ მჭირდება ძალების აღსადგენად, ვფიქრობ, მაქსიმუმ ერთ კვირაში დავუბრუნდები საქმეებს.

ყველას ძალიან დიდი მადლობა," - წერს ელენე ხოშტარია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system