თავში

მეკობრეებმა 9 ქართველი მეზღვაური გაიტაცეს

მეკობრეებმა 9 ქართველი მეზღვაური გაიტაცეს
მეკობრეებმა 9 ქართველი მეზღვაური გაიტაცეს

მეკობრეებმა ნიგერიაში 10 მეზღვაური გაიტაცეს, აქედან 9 საქართველოს მოქალაქეა, ერთი კი - უკრაინის. ნიგერიის ეკონომიკურ ზონაში, პანამის დროშის ქვეშ მცურავ გემს თავს 30 აპრილს დაესხნენ. ამ დროისთვის გემზე 4 ქართველი მეზღვაური რჩება. გატაცებულების ადგილსამყოფელი კი უცნობია.  

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის თამარ იოსელიანის თქმით, მიმდინარეობს შესაბამისი აქტიური მუშაობა საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, გემთმფლობელ კომპანიასთან და კანადის სახელმწიფოსთან ერთად. ასევე სააგენტო კომუნიკაციაზე რჩება გატაცებული მეზღვაურების ოჯახებთან. 

"აღნიშნული ინფორმაცია შემოგვივიდა გუშინ 1 მაისს შესაბამისად დილის საათებიდან დაიწყო აქტიური მუშაობა საგარეო სამინისტროსთან, გემთმფლობელთან და დროშის სახელმწიფოსთან ერთად და გატარებულია ყველა ის შესაბამისი ღონისძიება, რომელსაც ასეთ მომენტში ვატარებთ. შესაბამისად, კომუნიკაცია შედგა ოჯახებთან, მე მქონდა პირადად მათთან შეხვედრა და გავაცანი არსებული სიტუაცია. გემზე დარჩენილია 4 ქართველი მეზღვაური რომლებიც არიან ჯანმრთელები, უვნებლები და ჩვენც მათთანაც კომუნიკაციაზე ვართ," - განაცხადა თამარ იოსელიანმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system