თავში

მეოთხე ტალღის თავიდან აცილებისთვის ეს იქნება გამოსავალი - თამარ გაბუნია

მეოთხე ტალღის თავიდან აცილებისთვის ეს იქნება გამოსავალი - თამარ
მეოთხე ტალღის თავიდან აცილებისთვის ეს იქნება გამოსავალი - თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით პანდემიის ტალღისგან თავის დაღწევის საშუალება მხოლოდ სწრაფი ვაქცინაცია შეიძლება გახდეს. 

თამარ გაბუნიას თქმით, ქვეყანაში ვაქცინაზე ხელმისაწვდომობა ძალიან მაღალია.

"ჩვენ დღეს საკმაოდ რთულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაში ვართ. შეზღუდვები, რომლებიც გასული ორი-სამი თვის განმავლობაში იყო, ეტაპობრივად მოიხსნა და რა თქმა უნდა, მობილობის მატება განსაკუთრებით მკვეთრია ზაფხულის პერიოდში, თვისთავად დასრულდა შედეგით, რომ შემთხვევების რაოდენობამ მოიმატა. მთავარია, რომ რეგულაციები, რომლებიც დღეს მოქმედებს, უნდა აღსრულდეს. ჯარიმამ, როგორც სანქციამ, მაკონტროლებელმა მექანიზმმა გარკვეული პერიოდის განმავლობაში თავისი როლი შეასრულა. სანქციების გამკაცრება და ინდივიდუალურ დონეზე ამისი კონტროლი ძალიან რთულია. ამდენად, ჩვენთვის დღეს მთავარი გადაწყვეტა არის ვაქცინაციის სწრაფი ტემპი. მომდევნო ორი-სამი კვირის განმავლობაში გვექნება შესაძლებლობა, რომ ვაქცინაციის პროგრამა სრული ტემპით გაიშალოს ქვეყანაში. ამ შემთხვევაში, მეოთხე ტალღის თავიდან აცილებისთვის ეს იქნება გამოსავალი. დღეს ქვეყანაში ვაქცინაზე ხელმისაწვდომობა ძალიან მაღალია. ქვეყანაში არის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებული ოთხი ვაქცინა," - აღნიშნა თამარ გაბუნიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system