თავში

"მეოთხე ტალღა იქნება თუ არა, დამოკიდებულია რეგულაციების დაცვაზე" - ცერცვაძე

"მეოთხე ტალღა იქნება თუ არა, დამოკიდებულია რეგულაციების დაცვაზე" - ცერცვაძე
მეოთხე ტალღა იქნება თუ არა, დამოკიდებულია რეგულაციების დაცვაზე - ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, იქნება თუ არა ქვეყანაში მეოთხე ტალღა, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ დაიცავს მოსახლეობა რეგულაციებს.

ცერცვაძემ მოსახლეობას რეგულაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. ინფექციონისტის განმარტებით, პირბადე კორონავირუსის ყველა შტამისგან თანაბრად იცავს.

"საქართველოში მეოთხე ტალღა იქნება თუ არა, მთლიანად დამოკიდებულია იმაზე, შეასრულებს თუ არა მოსახლეობა რეგულაციებს - პირბადე, პირბადე, პირბადე! თუ ინდური შტამი გავრცელდა, ის მეოთხე ტალღას დააჩქარებს. პირბადე ყველა შტამს თანაბრად შველის, ამიტომ მისი ტარება აუცილებელია", - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system