თავში

მესხიშვილი: გზებზე გრძელდება სერიული მკვლელობები

მესხიშვილი: გზებზე გრძელდება სერიული მკვლელობები
მესხიშვილი: გზებზე გრძელდება სერიული მკვლელობები

საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე, გორთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ეხმაურება და წერს, რომ ქვეყანაში საგზაო უსაფრთხოების სისტემა სრულიად მოშლილია.

,,საერთაშორისო ტერმინოლოგიის მიხედვით არ ამბობენ: ავტოსაგზაო შემთხვევებში "გარდაიცვალა" ან "დაიღუპა". ვინაიდან თავის სიკვდილით არ გარდაცვლილა ადამიანი და ყველა ასეთ ტრაგედიას ჰყავს "ავტორიც" და შემსრულებელიც, ამიტომ გამოიყენება ტერმინი "მოკლული", "მოკლეს!"

ბოლო 5 დღის განმავლობაში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებში მოკლულია 13 ადამიანი. დაშავებულთა და დასახიჩრებულთა რაოდენობამ 30-ს გადააჭარბა. მოკლულებს შორის არიან ბავშვებიც (ბაღდათი-4 წლის ბავშვი). საგზაო უსაფრთხოების სისტემა სრულიად მოშლილია და გრძელდება ჩვენს გზებზე სერიული მკვლელობები. ვიზიარებ ოჯახების მწუხარებას", - წერს დავით მესხიშვილი.

ცნობისთვის, გუშინ გვიან ღამით, გორთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაიღუპა 6 და დაშავდა 10 ადამიანი. ტრაილერი სამგზავრო ავტობუსს შეეჯახა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system