თავში

მეტეხის გვირაბი დროებით ჩაიკეტა

მეტეხის გვირაბი დროებით ჩაიკეტა
მეტეხის გვირაბი დროებით ჩაიკეტა

მეტეხის გვირაბი დროებით ჩაიკეტა. 

თბილისის მერიის ინფორმაციით, "თბილსერვის ჯგუფი" მეტეხის გვირაბში მასშტაბურ გეგმურ-პროფილაქტიკურ სამუშაოებს იწყებს, რის გამოც, გვირაბში 11 აგვისტოს 21:00 საათიდან 12 აგვისტოს 06:00 საათამდე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება.

"აღნიშნულ ტერიტორიაზე დასუფთავების აქციაც ჩატარდება, რომლის ფარგლებში, გვირაბის შიდა და გარე პერიმეტრი მოწესრიგდა. გარე განათების საექსპლუატაციო დეპარტამენტის თანამშრომლები კი, ძველ და ექსპლუატაციიდან გამოსულ სანათებს შეცვლიან. ასევე, დაიხაზება გზის გამყოფი და გზისპირა ღერძულა ხაზები. ადგილზე "თბილსერვის ჯგუფის" 150-მდე თანამშრომელი და სპეცტექნიკა იქნება მობილიზებული", – აცხადებენ თბილისის მერიაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system