თავში

მეწყრულ ზონაში ჩატარებულმა სამუშაოებმა შედეგი გამოიღო - კალაძე

მეწყრულ ზონაში ჩატარებულმა სამუშაოებმა შედეგი გამოიღო - კალაძე
მეწყრულ ზონაში ჩატარებულმა სამუშაოებმა შედეგი გამოიღო - კალაძე

მაჭავარიანის ქუჩაზე მეწყრული პროცესის შეჩერების მიზნით გამაგრების პროექტისთვის კვლევითი სამუშაოები მიმდინარეობს,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, მეწყრულ ზონაში ჩატარებულმა საპრევენციო სამუშაოებმა შედეგი გამოიღო. კერძოდ, მოხსნილია მიწის მასის ის ნაწილი, რაც წყალსადენის მილებს უქმნიდა საფრთხეს, ამასთან დროებით შეკავდა მეწყრული ფერდი. 

"ამ კონკრეტულ მეწყრულ ზონაში ჩატარდა გადაუდებელი საპრევენციო სამუშაოები ფერდის სტაბილიზაციისთვის, რამაც შედეგი გამოიღო, რა თქმა უნდა, ეს დაადასტურა გერმანიიდან მოწვეულმა ექსპერტებმა, რომლებიც ჩართულები არიან ამ პროექტის მოწესრიგებაში, ამ პროექტის განხორციელებაში. 

სამუშაოების შედეგად, რომელიც იყო წარმოებული კერძოდ მოიხსნა მიწის მასის ნაწილი, რომელიც მაგისტრალურ წყალსადენის მილებს საფრთხეს უქმნიდა, დროებით შეკავდა მეწყრული ფერდი, დამონტაჟდა მონიტორინგის თანამედროვე სისტემა, რომელიც 24 საათიან რეჟიმში აწარმოებს მონიტორინგს და დაკვირვებისას, იძლევა ზუსტ ინფორმაციას მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. 

ამჟამად მიმდინარეობს ფერდის გამაგრების პროექტისთვის კვლევითი სამუშაოები რათა საბოლოოდ მოხდეს მეწყრული პროცესების შეჩერება. მას შემდეგ, რაც გატარდება შესაბამისი ღონისძიება და მიიღწევა სრული სტაბილურობა, რა თქმა უნდა, იქნება აღდგენილი ორმხრივად მოძრაობა და გადაადგილება თავისუფლად იქნება შესაძლებელი",- განაცხადა კახა კალაძემ

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system