თავში

მეწყრულ ზონაში რისკები შემცირებულია - ირაკლი ბენდელიანი

მეწყრულ ზონაში რისკები შემცირებულია - ირაკლი ბენდელიანი
მეწყრულ ზონაში რისკები შემცირებულია - ირაკლი ბენდელიანი

მონიტორინგმა აჩვენა, რომ მაჭავარიანის ქუჩაზე არსებულ მეწყრულ ზონაში, რისკები  შემცირებულია, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა განაცხადა. 

ბენდელიანის თქმით, ის სამუშაოები, რომელიც ვაშლიჯვრის ფერდობზე გატარდა, გერმანელი ექსპერტების მიერ დადებითად შეფასდა და შემდეგი სამუშაოებიც დაიგეგმა. 

"სამუშაოები, რაც ბოლო კვირებში განხორციელდა ისაა, რომ დიდი მოცულობის მიწის მასა მოიხსნა, რაც გულისხმობს უშუალოდ მეწყრის ტანის შემცირებას. მიზანი იყო, რომ მეწყრული არეალიდან დატვირთვა მოგვეხსნა, რათა მეწყერული მასის გადაადგილება შეგვემცირებინა. ასევე მოხდა მოჭრილი მიწის მასით ე.წ. წინაღობის შექმნა. ასევე კონკრეტული ჭაბურღილები გაკეთდა, სადაც ცემენტიზაცია განხორციელდა. ამის მიზანი იყო, რომ ხახუნის ძალა კიდევ უფრო გაგვეძლიერებინა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება ის იყო, რომ დამონტაჟდა მონიტორინგის სისტემა და შესაძლებლობა გვაქვს, მუდმივ რეჟიმში ვაკონტროლოთ არსებული ვითარება. ის, რომ რისკები დღეს უფრო მეტადა შემცირებულია, ვიდრე სამი კვირის წინ იყო, მონიტორინგის და დაკვირვების შედეგია.

დღეს მორიგი შეკრება მოხდა. ჩვენთან ერთად არიან ჩვენი გერმანელი ექსპერტები. მოხდა იმ სამუშაოების დეტალური გავლა, რომელიც ბოლო პერიოდში განხორციელდა. ეს სამუშაოები გამოწვეულია იმ გადაუდებელი აუცილებლობიდან, რათა პირველი რიგის საფრთხეები მოგვეხსნა. ის სამუშაოები, რაც ბოლო დღეების განმავლობაში განხორციელდა, გერმანელი ექსპერტების მიერ დადებითად შეფასდა. დავგეგმეთ შემდეგი ტიპის სამუშაოებზეც, რომელზეც საჭიროა კონკრეტული პროექტი და ამ პროექტის შემდეგ დავიწყებთ უშუალოდ გამაგრებით სამუშაოებს", - განაცხადა ბენდელიანმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system