თავში

მეუფე იაკობი: ყველა მხარეს შერიგებისკენ მოვუწოდებ

მეუფე იაკობი: ყველა მხარეს შერიგებისკენ მოვუწოდებ
მეუფე იაკობი: ყველა მხარეს შერიგებისკენ მოვუწოდებ

"როდესაც ასეთ მძიმე სიტუაციაში ვართ და ჩვენი მეგობრები ამბობენ მოილაპარაკეთ, კიდევ ერთხელ ვთავაზობ, შენდობას ვითხოვ, ასეთ სიტყვას ვიტყვი - არ გაიფხორონ. მოვიდნენ და დავილაპარაკოთ, დიდი შერიგება მოხდეს. მასშტაბურ აქციებზე ვერ გადავა ხალხის განწყობა ვიცი, სამწუხაროდ ბევრს გაუხარდა ნიკას დაჭერა კი არა ნებისმიერი, ვინც არ უნდა დაეჭირათ, რადგან აგრესია აქვს ხალხს, ბევრს ეტკინა, ოჯახს ეტკინა. ცალკე მსოფლიო მოსთხოვს, დაელოდება გადაიხდის, თუ არა“, - ამის შესახებ მეუფე იაკობმა ნიკა მელიას საქმის კომენტირებისას განაცხად. 

ის ყველა მხარეს მოუწოდებს მოლაპარაკებისა და შერიგებისკენ. მეუფე იაკობის თქმით, ეკლესია მზად არის ამ პროცესში აქტიურად ჩაერთოს.

„ვისაც საქართველო უყვარს ეს სიტუაცია ყველას ძალიან დააფიქრებს. ჩემი აზრით, ყველაფერი არასწორად ვითარდება, ალბათ, ცოტა რომ დაწყნარდება სიტუაცია მაგაზეც ვისაუბრებ.

აგვისტოს მერე საქართველოში ეპიდემია ფაქტობრივად გაძლიერდა, ძალიან ბევრი ადამიანი დაავადდა და ამ პოლიტიკას 3 ათასზე მეტი ადამიანის სიკვდილი მოჰყვა. არჩევნები არ უნდა ჩატარებულიყო დღეს როგორც ჩანს, ესეც კი არ გაითვალისწინეს პოლიტიკოსებმა. მთავრობა მძიმე მდგომარეობაში იყო, არ ჩაეტარებინა ოპოზიცია აწვებოდა. ოპოზიციიდან მხოლოდ ერთმა ახსენა რამდენჯერმე, რომ გადადებულიყო, რა მივიღეთ, არც პარლამენტში შედიან, სრული პარლამენტი ვერ მივიღეთ. დღეს რაც არის სამწუხარო სანახავია.

ხშირად ვთავაზობდი გამოსავალს, რომ ეკლესია იყო ის სარბიელი, ხომ არ ვეუბნებოდი ფასილიტატორებთან შეეწყვიტათ ურთიერთობათქო, მოსულიყვნენ ჩვენთან, რომ შერიგებულიყვნენ, ქართველი ქართველს ადამიანურად დალაპარაკებოდა", - განაცხადა მეუფე იაკობმა ქადაგებისას. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system