თავში

მეუფე იოანე: ყველაფერი დაკეტილია, მაგრამ სიხარულს ვერ დაკეტავ

მეუფე იოანე: ყველაფერი დაკეტილია, მაგრამ სიხარულს ვერ დაკეტავ
მეუფე იოანე: ყველაფერი დაკეტილია, მაგრამ სიხარულს ვერ დაკეტავ

მეუფე იოანე გამრეკელმა მოსახლეობას "გვირილობის" დღესასწაული მიულოცა. 

ქუთაის - გაენათის ეპარქიის მეუფემ საზეიმო პარაკლისი ბაგრატის ტაძარში აღავლინა. როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლება მაქსიმალურად ზრუნავს მოქალაქეების უსაფრთხოებაზე, დაკეტილია თეატრები, რესტორნები, კლუბები.

"ყველაფერი დაკეტილია, რესტორნები, თეატრები, კლუბები, მაგრამ სიხარულს ვერ დაკეტავ, ამ სიხარულს, რომელსაც ვერაფერი მოერევა. მე კიდევ ერთხელ ვულოცავ ქუთათურებს და ნელ-ნელა მეც ვხდები ქუთაისელი", - აღნიშნა მეუფემ ქადაგებისას.

12:00 საათზე ქუთაისში მოქმედ ყველა ტაძარში "ორმაისობასთან" დაკავშორებით საზეიმოდ ზარები დაირეკა. 

ქალაქში, პანდემიის საფრთხის გამო, "გვირილობისადმი" მიძღვნილი ყველა დიდი ღონისძიება გაუქმდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system