თავში

მეუფე მელქისედეკი სააკაშვილის მოსანახულებლად ციხეში მივიდა

მეუფე მელქისედეკი სააკაშვილის მოსანახულებლად ციხეში მივიდა
მეუფე მელქისედეკი სააკაშვილის მოსანახულებლად ციხეში მივიდა

მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკ ხაჩიძე მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად ციხეში მივიდა.

"დღეს მოვედი, რომ ვინახულო მესამე პრეზიდენტი, ვნახო, გავესაუბრო და ვნახო, რა მდგომარეობაშია. ძალიან დიდი ინტერესია მისი ჯანმრთელობის მიმართ და იმედია, ყველაფერი კარგად იქნება. მე მის გათავისუფლებას მოვაწერე ხელი და გავაჟღერე მეც იდეა, რომ აუცილებელია საყოველთაო შერიგება ჩვენი ერისა. ერთმანეთის დაპირისპირება ჩვენ კარგს არაფერს მოგვიტანს. მე მიმაჩნია, რომ ჩვენ სასულიერო პირებმა, ეკლესიამ შუამავლის როლი უნდა ვითამაშოთ და გავაერთიანოთ ჩვენი ერი", - განაცხადა ეპისკოპოსმა. 

ცნობისთვის, მეუფე მელქისედეკი ერთ-ერთია იმ სასულიერო პირებს შორის, რომლებმაც სააკაშვილის გათავისუფლების პეტიციას ხელი მოაწერეს.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პირველ ოქტომბერს დააკავეს. მიხეილ სააკაშვილი ციხეში მე-15 დღეა შიმშილობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system