თავში

მეუფე ნიკოლოზი: პატრიარქი კარანტინშია

მეუფე ნიკოლოზი: პატრიარქი კარანტინშია
მეუფე ნიკოლოზი: პატრიარქი კარანტინშია

 ჯერჯერობით,  უცნობია, საპატრიაქროდან, ვინ დაესწრება პარლამენტის გახსნას. მეათე მოწვევის პარლამენტის სხდომა 11 დეკემბრამდე უნდა გაიმართოს.

ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტი, ნიკოლოზ ფაჩუაშვილის ინფორმაციით, საქართველოს პატრიარქი კარანტინშია და ის, სავარაუდოდ, პარლამენტის პირველ სხდომას ვერ დაესწრება.

„ახლა, ამ წუთას, პატრიარქი არის ძალიან მძიმე კარანტინში. პრაქტიკულად, მისი ნახვა, მღვდელთმთავრებსაც კი, ძალიან სერიოზული ტესტირების შემდეგ… მოკლედ, ვუფრთხილდებით მის ჯანმრთელობას. ამიტომ, პატრიარქი ვერ შეძლებს, რომც მოინდომოს”, – აცხადებს მეუფე ნიკოლოზი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system