თავში

მეუფე შიო: მიწა ყველაფერს უკან იბრუნებს

მეუფე შიო: მიწა ყველაფერს უკან იბრუნებს
მეუფე შიო: მიწა ყველაფერს უკან იბრუნებს

"უფალი მოუწოდებს ადამიანებს, რომ მან შექმნა სამყარო სწორედ ამისთვის რომ ჩვენ ვეზიაროთ და ვიყოთ მონაწილენი დიდი სიხარულის. სახარება არის იმაზე რაოდენ უმადურია ადამიანი და რამდენ ცივ და სასტიკ უარს აწყდება ღმერთი ამ მოწოდების შემდეგ", - პატრიარქის მოსაყდრე შიომ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას სახარებისეულ "საქორწინო ნადიმის" შესახებ იგავზე ისაუბრა. 

მისი თქმით, ნადიმში იგულისხმება მარადიული ცხოვრება, სასუფეველი და წმინდა ევქარისტიაც - ზიარების საიდუმლოება, რომელიც აღესრულება ეკლესიებში.

"როდესაც ჩვენ უფალი გვიწვევს, ვცდილობთ მივეჯაჭვოთ მიწიერ ღირებულებებს და ვეუბნებით უფალს - მიწა არის ჩვენი, ჩვენ მიწაზე დავიბადეთ, აქ უნდა გარდავიცვალოთ. ჩვენ არ გვცალია ჯერ ზეციურისთვის და ვცდილობთ ისე დავმკვიდრდეთ დედამიწაზე, რომ არაფერმა არ შეგვარყიოს. ჩვენ ვპოულობთ დედამიწაზე ისეთ საქმიანობას, რომლის გამოც ვერ ვიცლით ღმერთისთვის, ისეთ სიყვარულს რომელიც გვავიწყებს ღმერთს და ჩვენთვის უფრო მეტია ვიდრე ღმერთის სიყვარული. 

საბოლოო ჯამში, მიწა ყველაფერს უკან იბრუნებს, ნაკვეთი ადამიანს გადაექცევა საფლავად. მისი შრომა რომელიც ღმერთს ავიწყებს ერთი-ორი თაობის შემდეგ აღარავის აღარ ახსოვს და სიყვარულიც, რომელიც ღმერთის გარეშე არსებობს, ხშირად სიძულვილში გადადის და ვხედავთ, როგორი მძიმე მდგომარეობაა ბევრ ოჯახში. 

დავფიქრდეთ, ჩვენ ვინ ვართ, როგორნი ვართ დღეს ჩვენ, ვპასუხობთ თუ არა ღმერთს ამ მოწოდებაზე. 

საკმარისია ჩვენ ვუპასუხოთ ამ სიყვარულით, რომ უფალი მიგვიღებს ჩვენ ამ საქორწინო ნადიმზე, რომელიც არის მარადიული. ვინც უარს ეტყვის მასზე უფალი ბრძანებს, ჩააგდეთ ბნელსა შინა გარესკნელსა, სადაც არის ტირილი და ბრჭენა კბილთა. ჩვენზეა დამოკიდებულები სად გვინდა აღმოვჩნდეთ და ვიყოთ სადაც არის გარესკნელი, თუ გვინდა ვიყოთ ძე ღმერთის მარადიულ ნადიმზე“ ,- თქვა მეუფე შიომ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system