თავში

მეუფე შიო: სიხარულს მოხვეჭა, შრომა უნდა

მეუფე შიო: სიხარულს მოხვეჭა, შრომა უნდა
მეუფე შიო: სიხარულს მოხვეჭა, შრომა უნდა

"სავსეა ჩვენი ცხოვრება შეცოდებებით, შეცდომებით და ჩვენი ცოდვებით. ასეთი განსაცდელების მეშვეობით გვაძლიერებს და გვასწავლის ღმერთი. ის ყოველთვის მზად არის გვანუგეშოს", - ამის შესახებ პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიო მურირმა სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგების დროს ისაუბრა. 

მან ყურადღება გაამახვილა ადამიანის სულიერ მდგომარეობაზე, რომელიც თანამედროვე სამყაროში ხშირად ცვალებადია. 

"თუ რამე სამწუხარო ხდება ჩვენს ცხოვრებაში, ეს ღვთის დაშვებით ხდება იმისთვის, რომ ჩვენ ჩავწვდეთ ცხოვრების ღრმა აზრს, როგორც სულიერ ცხოვრებაში, ასევე ერის ცხოვრებაში. რით შეიძლება ადამიანმა მიიპყროს ღმერთის ყურადღება? - იმით, რომ სათნო იყოს ღვთისთვის, სასურველი იყოს ღმერთისთვის მაშინ უფალი მზად არის, რომ მოვიდეს ადამიანთან და დაეხმაროს. აქ ჩანს ბევრი რამ. იესო ქრისტე ყველა ადამიანზე ზრუნავს, ყველასთვის მზად არის, რომ დახმარება გაწიოს და ანუგეშოს, მაგრამ განსაკუთრებით იმათთვის, ვინც მისთვის სათნოა და გამოირჩევა ღვთივსათნო ცხოვრებით", - იქადაგა მეუფე შიომ. 

მისი თქმით, რაც არ უნდა ადამიანი ურწმუნო და არაეკლესიური იყოს როდესაც განსაკუთრებული მწუხარების მომტანი ამბავი ხდება მის ცხოვრებაში, იწყება ფიქრი ღმერთზე. 

"იწიერი ცხოვრებით არ მთავრდება, რომ საფლავში ჩადებენ ამ ადამიანს და ბალახი ან ყვავილი გაიზრდება იქ. ადამიანი ამას ხვდება და იღვიძებს მასში რწმენა, ფიქრი ღმერთზე და მოდის ეკლესიაში. უწმინდესს ბევრჯერ უთქვამს რომ ცხოვრებაში ერთმანეთს ენაცვლება მწუხარება და სიხარული, ასეთი კანონია. ღმერთ გვტოვებს ამ რეალობაში, მაგრამ გვაძლევს ძალას რო დავძლიოთ ეს და მოვიპოვოთ ღვთის მადლი, ვჭვრეტდეთ უფალს და გვქონდეს ამის სიხარული. ამ სიხარულს ვერ განაქარვებს ვერანაირი ამსოფლიური, მიწიერი ტკივილი და განსაცდელი. ამით შეიძლება შემოწმდეს ქრისტიანის სულიერი მდგომარეობა, აქვს თუ არა მას სიხარული, სიხარული ეს არის საფუძველი სულიერი ცხოვრების, განსაკუთრებით მონაზვრობაშია ეს ასე და არა მარტო მონაზვნობაში", - იქადაგა მეუფე შიომ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system