თავში

მეუფე შიოს სასულიერო სემინარიის ყალბი დიპლომი აქვს - სუს-ის კრებსი

მეუფე შიოს სასულიერო სემინარიის ყალბი დიპლომი აქვს - სუს-ის კრებსი
მეუფე შიოს სასულიერო სემინარიის ყალბი დიპლომი აქვს - სუს-ის კრებსი

ინტერნეტში გავრცელებული სუს-ის სავარაუდო საიდუმლო კრებსიდან ცნობილი გახდა, რომ რამდენიმე სასულიერო პირს, მათ შორის პატრიარქის მოსაყდრე შიო მუჯირს ბათუმის სასულიერო სემინარიის ყალბი დიპლომი აქვს. ინფორმაცია,რ ომელიც 2014 წლის 24 ივლისით თარიღდება ადასტურებს, რომ მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი რამდენიმე პირისთვის ყალბი დიპლომის გადაცემას გეგმავდა.

არსებული ინფორმაციით, საუბარი შედგა ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტ დიმიტრი შიოლაშვილსა და ბოლნისის მთავარეპისკოპოს ეფრემ გამრეკელიძეს შორის. მიტროპოლიტ შიოლაშვილის ინფორმაციით, მან გადაწყვიტა მღვდელმთავრებს გერასიმე შარაშენიძეს, დავით მახარაძეს და ეფრემ გამრეკელიძეს გადასცეს ბათუმის სასულიერო სემინარიის ექსტერნად დამთავრების დამადასტურებელი დიპლომები. ხსენებული დიპლომები დათარიღებული იქნება ძველი თარიღით.

დიმიტრი შიოლაშვილს სურს, რომ სასულიერო პირებსა და განსაკუთრებით მღვდელმთავრებს ჰქონდეთ სასულიერო განათლება, რომელსაც შემდეგში გაიღრმავებენ რუსეთის ან კიევის სასულიერო უნივერსიტეტებში.

ცნობილი გახდა, რომ მიტროპოლიტ შიო მუჯირს წარსულში მსგავსი სახით გადაეცა ბათუმის სასულიერო სემინარიის დიპლომი“, - წერია ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system