თავში

მეუფე სპირიდონის მხარდამჭერები აქციას მართავენ

მეუფე სპირიდონის მხარდამჭერები აქციას მართავენ
მეუფე სპირიდონის მხარდამჭერები აქციას მართავენ

მეუფე სპირიდონის მხარდამჭერები სახალხო დამცველის ოფისთან აქციას მართავენ.

ადგილზე შეიკრიბნენ სასულიერო პირები და მოქალაქეები, რომლებიც ნინო ლომჯარიასთან შეხვედრას ითხოვდნენ. მათი განცხადებით, ეკლესიის დისკრედიტაცია მიმდინარეობს.

ამასთან, „ალტ ინფოს“ დამფუძნებლის თქმით, ნინო ლომჯარია წლებია, საპატრიარქოს ებრძვის.

„სახალხო დამცველის ოფისთან ვიწყებთ იმის გაპროტესტებას, რასაც აშავებს ეს ადამიანი. ადამიანი, რომელიც წლებია, ებრძვის საპატრიარქოს, რელიგიას და ყველაფერ იმას, რითაც ჩვენ, ქართველი ხალხი ვამაყობთ. აქ შეკრების მიზანია მათ შორის მეუფე სპირიდონის მხარდაჭერა, ჩვენი დედაეკლესიის მხარდაჭერა. ჩვენ, დღეის ამას იქით, მივალთ ყველგან, სადაც ესენი რამეს დაგეგმავენ“, – აღნიშნა „ალტ ინფოს“ დამფუძნებელმა კონსტანტინე მორგოშიამ.

მეუფე სპირიდონის მხარდამჭერ აქციაზე მივიდა "ერის" დამფუძნებელი ლევან ვასაძე. მან ნინო ლომჯარიას გადადგომა მოითხოვა.

"ლიბერალური ფაშიზმი დამთავრდება საქართველოში, მოვითხოვთ, გადადგეს ნინო ლომჯარია. ის სახალხო დამცველი, რომელიც დაინიშნება მის ადგილზე ასახავდეს პატივისცემას, თავდახრას და თავყვანისცემას ჩვენი ქვეყნის ტრადიციების მიმართ," - ამბობს ვასაძე. 

ლევან ვასაძემ ნინოწმინდის პანსიონის ხელმძღვანელს, მეუფე სპირიდონს, სოლიდარობა გამოუცხადა და თქვა, რომ მის წინააღმდეგ ცილისმწამებლური კამპანია მიმდინარეობს. 

"წარმოიდგინეთ ისეთი ადამიანი, როგორიც არის მეუფე სპირიდონი, რომელიც მთელი თავისი ცხოვრებაა, ემსახურება დედა ეკლესიას, აკეთებს ყველაფერს, რომ ბავშვებს ღირსეული აღზრდის საშუალება მისცეს. როგორ გგონიათ, იქ თუ რამე დარღვევას აქვს ადგილი, მეუფე სპირიდონზე მეტად ვინმეს აინტერესებს ამ დარღვევის გამოსწორება და ამისი აღკვეთა. აღმაშფოთებული წილწავარდნილი ფაშიზმი ბრალდებებისა, ნიაღვარი ტალახისა, რომელიც იღვრება მეუფე სპირიდონის და დედა ეკლესიის მიმართ, როდემდე უნდა ვითმინოთ?" - მიმართა ლევან ვასაძემ შეკრებილებს. 

მანამდე, აქციის მონაწილეები მარჯანიშვილის მეტროსთან იყვნენ შეკრებილი და ომბუდსმენის გადადგომას მოითხოვდნენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system