თავში

მეუფე სტეფანეს ტაძრის კარი ჩაუკეტეს

მეუფე სტეფანეს ტაძრის კარი ჩაუკეტეს
მეუფე სტეფანეს ტაძრის კარი ჩაუკეტეს

ხმაური და დაპირისპირება იყო ჭყონდიდის ეპარქიაში.

მეუფე სტეფანეს სალხინოში, მაცხოვრის მიძინების ტაძრის კარი ჩაუკეტეს.

სასულიერო პირების ნაწილმა, მეუფე სტეფანეს უფლება არ მისცა ტაძარში შესულიყო და ლოცვა-წირვა აღევლინა.

მოგვიანებით, მეუფემ და მისმა გარემოცვამ გადაწყვიტა ეზოში ეგალობათ, თუმცა მათ მიმდებარე ტერიტორია მალევე დატოვეს.

მაღალი რანგის სასულიერო პირს სწორედ ის მამაოები დაუპირისპირდნენ, რომლებიც მეუფე სტეფანემ რამდენიმე კვირის წინ ტაძრიდან  განკვეთა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system