თავში

მეუფე სტეფანის განმარტება ჭყონდიდის ეპარქიის ინციდენტთან დაკავშირებით

მეუფე სტეფანის განმარტება ჭყონდიდის ეპარქიის ინციდენტთან დაკავშირებით
მეუფე სტეფანის განმარტება ჭყონდიდის ეპარქიის ინციდენტთან დაკავშირებით

მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე სტეფანემ ეპარქიაში პრესკონფერენცია გამართა და 8 მარტის ინციდენტთან დაკავშირებით დაწვირლებით ისაუბრა. 

მისი თქმით, იყო მცდელობა საშინელ მონსტრად და დამნაშავედ გამოეყვანათ, თუმცა როგორც მეუფე სტეფანე აცხადებს, მან მხოლოდ კრება ჩაატარა და აგრესია არავის მიმართ გამოუვლენია. 

"ეს იყო სამღვდელოების სხდომა, სადაც შიდა ვითარებაში გარკვეულწილად იყო გაცნობა, ურთიერთობების გარკვევა, ვინ რა პოზიციაზეა და რას აკეთებს. ერთი ვიცოდი, რომ იყო რაღაც ჯგუფი, რომელსაც განზრახული ჰქონდა კითხვების დასმა, რომელიც მანამდე ბევრჯერ დამისვეს და კითხვებზე პასუხი უნდოდათ. შევეცადე კითხვებზე პასუხი, თუმცა ამ შემთხვევაში უკვე კრების საშუალებით გვინდოდა, რომ ეს ყოფილიყო. უკეთესი ტრიბუნა სად შეიძლება, რომ გქონდეს ადამიანს, თუ არა სამღვდელოების კრება, როდესაც შიდა საკითხები გაქვს გასარკვევი. დავიწყეთ კრება, ვისაუბრეთ, კითხვები დასვეს, პასუხები არ უნდოდათ, რომ მოესმინათ. დაიწყო წივილი, კივილი, ყვირილი. აბსოლუტურად, ერთმნიშვნელოვნად ვაცხადებ, რომ არავითარი შიდა დაპირისპირება ფიზიკური ჩხუბის სახით არ ყოფილა. იყო სიტყვიერი შეურაცხყოფა ერთმანეთის მიმართ.

მაქსიმალურად ვცდილობდი, დამემშვიდებინა ყველა და მშვიდ ვითარებაში განვითარებულიყო ეს ურთიერთობა. შემდეგ უკვე რაღაც სიგნალი მიეცა შიგნიდან, გარედან და უკვე ერთობლივი შემოტევა წავიდა. იმ ტერიტორიაზე, რომელზეც შემოსვლა არ შეიძლებოდა, აივანზე, რომელიც არ არის საჯარო სივრცე, შემოიჭრა ხალხის გარკვეული ნაწილი. ხალხი, რომელიც მოყვანილი იყო იმ ადამიანების მიერ, რომლებიც კრებაზე ჩხუბობდნენ. მერე მათი ხმის აწევა და იმათი ყვირილი შეერწყა ერთმანეთს, წავიდა ფანჯრების მტვრევა, გააღეს კარი, გადაცვივცდნენ. მერე უნდოდათ, რომ ეს ჩემთვის დაებრალებინათ, რომ ჩემი ლოცვა-კურთხევით ვინმე იქ დაზიანდა, რომ მე ვუთხარი, დაეტაკეთ კარს, გადაყარეთ ისინი და ასე შემდეგ. იყო ისეთი მცდელობა, რომ მე რომ არ მქონოდა შიდა კადრები რეალურად რაც ხდებოდა, აბსოლუტურად განსხვავებული ვითარება დახატა რამდენიმე ტელევიზიამ, ზოგმა შეგნებულად, ზოგმა შეუგნებლად.

სხვათა შორის, მე მაქვს ყველა საინფორმაციო გადაცემა, რომელიც 8 მარტს გავიდა, „ტვ პირველის“, „მთავარი არხის“ და სხვების. იქ ჩანს მიკერძოება. ხმა და კადრები განსხვავებული იყო და ედებოდა ერთმანეთს. მანიპულაციები ხდებოდა და საბოლოო ჯამში, გამოვყავდი მე როგორც საშინელი მონსტრი და დამნაშავე. სხვათა შორის, მერეც გაგრძელდა ეს ტენდენცია ჩემი მონსტრად გამოყვანისა. სინამდვილეში მხოლოდ კრება ჩავატარე, ჩემგან არ ყოფილა არავის მიმართ არანაირი აგრესია“, - განაცხადა მეუფე სტეფანემ.

შეგახსენებთ, რომ 8 მარტს, ჭყონდიდის ეპარქიაში 10-მდე ადამიანი მეორე სართულიდან გადავარდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system