თავში

მეზვრიშვილი: გამოჯანმრთელებულების პოზიტიური დინამიკა გვაქვს

მეზვრიშვილი: გამოჯანმრთელებულების პოზიტიური დინამიკა გვაქვს
მეზვრიშვილი: გამოჯანმრთელებულების პოზიტიური დინამიკა გვაქვს

გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის კუთხით  პოზიტიურ დინამიკას ვინარჩუნებთ, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნათია მეზვრიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მეზვრიშვილმა გარდაცვლილ პაციენტებზეც ისაუბრა და აღნშნა, რომ 12 გარდაცვლილიდან 4 თბილისში, 5 აჭარაში, 2 იმერეთში და 1 შიდა ქართლში გარდაიცვალა.

"დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფექციის 1 696 ახალი დადასტურებული შემთხვევა. პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე, ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ 19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 37 263-ს შეადგენს.

როგორც გუშინდელ ბრიფინგზე აღვნიშნე, გვქონდა ოპტიმისტური მოლოდინები გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის კუთხით და ამ მხრივ დღეის მდგომარეობითაც ვინარჩუნებთ პოზიტიურ დინამიკას. კერძოდ, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2 906 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 19 810-მდე გაიზარდა.

სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს გარდაცვალების შემთხვევებიც. 12 ადამიანი გარდაიცვალა, თბილისში - 4 ადამიანი, აჭარაში - 5, იმერეთში - 2, ხოლო შიდა ქართლში - 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 285 გარდაცვალების შემთხვევა", - განაცხადა მეზვრიშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system