თავში

დუშეთში ქალი მგელმა დაკბინა

დუშეთში ქალი მგელმა დაკბინა
დუშეთში ქალი მგელმა დაკბინა

დუშეთის მუნიციპალიტეტში შუახნის ქალი მგელმა დაკბინა. შემთხვევა დაზარალებულის სახლთან, გუშინ მოხდა. ქალი ქირურგიის ეროვნულ ცენტრშია გადაყვანილი.

როგორც Report.ge-ს კლინიკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, ქალი მძიმე დაზიანებებით შეიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში და მას ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. 

მათივე ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა ამ დროისთვის მძიმე, მაგრამ სტაბილურია.

"მას აღენიშნებოდა მძიმე დაზიანებები, ნაფლეთი ჭრილობები, სახეზე, ხელებზე და ზურგზეც. პაციენტს ჩაუტარდა რამდენიმე ოპერაცია, მათ შორის პლასტიკური ქირურგიული პროცედურა, სახეზე. ამ დროისთვის მისი მდგომარეობა მძიმეა, თუმცა სტაბილური", - განაცხადა თამარ ჩეჩელაშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system