თავში

მღვდელ-მონაზონ ანდრია სარიას ღვდელმსახურებიდან განკვეთა ემუქრება

მღვდელ-მონაზონ ანდრია სარიას ღვდელმსახურებიდან განკვეთა ემუქრება
მღვდელ-მონაზონ ანდრია სარიას ღვდელმსახურებიდან განკვეთა ემუქრება

დღეს გამართულ სხდომაზე, მღვდელ-მონაზონ ანდრია სარიას განემარტა, რომ მისი ქცევა ექვემდებარება მღვდელმსახურებიდან განკვეთას, - ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი განმარტებით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, დასკვნას კომისია მიიღებს, რომელიც რეაგირებისთვის პატრიარქს გადაეცემა. 

"დღეს შედგა სხდომა, ყურადღება გამახვილდა მღვდელ-მონაზონ ანდრია სარიას საქმეზე, მას განმარტება მიეცა მის მიერ გაკეთებული შეურაცხმყოფელi განცხადებების შესახებ. მას ასევე განემარტა, რომ მისი ეს ქცევა ექვემდებარება მღვდელმსახურებიდან განკვეთას. ამ საქმესთან დაკავშირებით დასკვნას  კომისია მიიღებს, რომელიც რეაგირებისთვის პატრიარქს გადაეცემა,"- განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system