თავში

მღვდელმსახურები საფლავებს ხალხის მისვლის გარეშე აკურთხებენ - მამა ანდრია ჯაღმაიძე

მღვდელმსახურები საფლავებს ხალხის მისვლის გარეშე
მღვდელმსახურები საფლავებს  ხალხის მისვლის გარეშე აკურთხებენ - მამა ანდრია ჯაღმაიძე

რადგან სახელმწიფომ მიზანშეწონილად მიიჩნია რეგულაცია, რომ საფლავზე არ მოხდეს ხალხის თავშეყრა, მღვდელმსახურები გავლენ და საფლავებს აკურთხებენ, ხალხის მისვლის აუცილებლობის გარეშე, - ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.

ჯაღმაიძის თქმით, საზოგადოებამ უნდა გაიხსენოს ყველა ის მითითებ რომელიც გაცემულია და ზედმიწევნით უნდა შეასრულოს ისინი.

"აღდგომა იქნება ძალიან ბედნიერი. დიდი სიხარულის მომტანი, განსაკუთრებით მორწმუნე ადამიანებისთვის. ეკლესიისთვის შარშანდელი რეგულაციები გვახსოვს. შარშან იყო ძალიან ზედმიწევნით დაცული ეს რეკომენდაციები. წელსაც საპატრიარქომ გაავრცელა შესაბამისი მოწოდებით განცხადება, რომ გავიხსენოთ ყველა ის მითითება, რაც შარშან იყო და ვიზრუნოთ მის აღსრულებაზე. ძირითადად ეს იქნება დისტანცია. ასევე, მრევლს ვთხოვთ, რომ იქონიონ პირბადე.

რადგან სახელმწიფომ მიზანშეწონილად მიიჩნია რეგულაცია, რომ საფლავზე არ მოხდეს ხალხის თავშეყრა, საპატრიარქომ შესაბამისი მითითება გამოსცა და მღვდელმსახურები გავლენ და საფლავებს აკურთხებენ, ხალხის მისვლის აუცილებლობის გარეშე", - განაცხადა ჯაღმაიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system