თავში

მიხეილ ჩხენკელი პატრიარქს დაბადების დღეს ულოცავს

მიხეილ ჩხენკელი პატრიარქს დაბადების დღეს ულოცავს
მიხეილ ჩხენკელი პატრიარქს დაბადების დღეს ულოცავს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია II-ს დაბადების დღეს ულოცავს.

„თქვენო უწმინდესობავ,

უპირველეს ყოვლისა, მსურს გამოვხატო უდიდესი პატივისცემა თქვენ მიმართ და მთელი გულით მოგილოცოთ დაბადების დღე!

გისურვებთ ჯანმრთელობას, მხნეობასა და დიდხანს სიცოცხლეს ჩვენი ერისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ!

თქვენ მრავალი წლის განმავლობაში დგახართ ქვეყნის სულიერების სადარაჯოზე, რისთვისაც მსურს, მადლობა გადაგიხადოთ. ფასდაუდებელია თქვენი ღვაწლი ქართული სახელმწიფოსა და ეკლესიის წინაშე.

კიდევ ერთხელ გილოცავთ 89 წლის იუბილეს!“, - ნათქვამია მილოცვის წერილში.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს დღეს 89 წელი შეუსრულდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system